10:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-29 12:08:10, 2269 ნახვა

ომი უკრაინაში
ყირიმის საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლებამ საავადმყოფოებს უბრძანა, უარი ეთქვათ სამოქალაქო პაციენტების მიღებაზე, რათა რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლები გაეთავისუფლებინათ

ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სისხლის დონაცია მზარდი ტემპით გროვდება.

მათივე ცნობით, ყირიმში დონორთა სისხლის შეგროვება ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გაიზარდა ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებისთვის საჭირო ღონისძიებების რაოდენობა, ბელარუსის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და ავიადარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

„ოკუპანტები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის ბრიანსკისა და კურსკის რეგიონების მიმართულებით. მათ ნაღმმტყორცნებით გაუხსნეს ცეცხლი უკრაინული ძალებს სუმის რეგიონში. სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიან ცეცხლს, ასევე იღებენ ზომებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შესავსებად, რათა თავიდან აირიდონ უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლა სახელმწიფო საზღვრისკენ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო არსებული ფრონტის ხაზის შეკავებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics