|
2022-05-28 16:10:52, 1165 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან 6 მოსამართლე მოხსნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 მოსამართლე აშშ-ში კვალიფიკაციას ვეღარ აიმაღლებს. მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრენინგზე არც ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი აღარ წავიდოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით 24 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეებს ვინმე ვიზიტს გაუუქმებდა, ეს უკუშედეგს გამოიწვევდა. „რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არ წასვლის გამო, შესაძლებელია, რომ რომელიმე მოსამართლე ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცეს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით, უკუშედეგით დასრულდებოდა. ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ“,- განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, საქართველოში ასევე კარგად იციან კოლეგიალობის ფასი, შესაბამისად კოლეგას დისკრიმინაციის შემდეგ ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა. შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა, ხოლო 20 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩომ მოსამართლე პროგრამიდან მოხსნა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)