|
2022-05-28 14:07:55, 1558 ნახვა
რეგიონი
ბალტიისპირეთში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება
აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოქვეყნდება. ესტონელმა, ლიეტუველმა და ლატვიელმა ჟურნალისტებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ჟურნალისტების ობიექტივში ბათუმის ბულვარი, ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და სხვა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოხვდა. ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. ჟურნალისტების პარალელურად ლატვიიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი ტუროპერატორებიც, რომლებმაც ადგილობრივ კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობისა და ბათუმში ტურისტების შემოყვანის საკითხები განიხილეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო რიგადან, რასაც ზაფხულში ესტონეთისა და ლიეტუვას მიმართულებებიც დაემატება. ბათუმის მიმართულებით არსებული პირდაპირი ფრენები აჭარაში ლიეტუველი, ესტონელი და ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)