10:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 02:34:53, 1470 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლოში 2013 წლის შემდეგ პატიმრების საჩივრები აღარ შესულა

„2013 წლიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოდან პატიმრების არცერთი განცხადება არ მიუღია", – განაცხადა  იუსტიციის მინისტრმა  რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, სადაც მას  ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. 

რატი ბრეგაძის  თქმით, ეს  სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით და უწყება კვლავ აქტიურად აგრძელებს  მუშაობას პენიტენციური სისტემის  რეფორმირების მიმართულებით. 

„თუმცა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ყველაფერი იდეალურადაა. სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა პატიმრობის ახალ კოდექსზე, რათა დავინახოთ ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ", – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას და პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა შესთავაზა.

იუსტიციის მინიტრმა ამომწურავად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რაც ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics