|
2022-05-27 22:49:25, 919 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - 2022 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რაც საფინანსო ინსტიტუტების მიერ იყო პროგნოზირებული
2022 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რაც საფინანსო ინსტიტუტების მიერ იყო პროგნოზირებული- განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, მთავრობის ხედვები და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. „ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მიღწეული იქნას. რა გეგმა და ხედვა გააჩნია საქართველოს მთავრობას ამ პირობებში - საქართველოს მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ შოკებთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება გვაქვს, ჩვენ ძალიან რთული პანდემიის პერიოდი გავიარეთ, თუმცა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვქონდა რეგიონში, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზარდა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ამასთან, პოზიტიური დინამიკა გვაქვს წლის დასაწყისიდან - პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 14.4%-ია", - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ ომის დასაწყისიდანვე შეაფასა, თუ რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს ეკონომიკაზე მიმდინარე ომს. „რამდენიმე დაშვება გვქონდა, რომლებიც ეხებოდა ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას და სურსათის და ნავთობის ფასების ზრდას. ჩვენ გვესმის, რომ ორი ქვეყანა, უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან და სავალუტო შემოდინებები აღნიშნული ქვეყნებიდან (ექსპორტის, ტურიზმიდან შემოსავლების, ფულადი გზავნილების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩათვლით) ჩვენს ეკონომიკაში თითქმის 10%-მდე იყო წინა წელს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა შოკების დაშვებით, გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ვთვლიდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო 3 პროცენტული პუნქტით შემცირებული ეკონომიკური ზრდა, ანუ ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3 ან 3.5%. ეს იყო ასევე ის მონაცემები, რომელსაც იზიარებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სრულად ეთანხმებოდნენ ჩვენს შეფასებებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)