|
2022-05-27 22:46:09, 845 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნას
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას და მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას ასახელებს. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა. „ყველაფერი კეთდება ზუსტად იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ფასების ზრდის უარყოფითი გავლენა შევამციროთ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე და მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელი შევუწყოთ დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას და გაიზარდოს შემოსავლები ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან საბოლოოდ ჩვენ ყველას გვესმის, სიღარიბის დაძლევა ყველაზე მთავარი გამოწვევაა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ლევან დავითაშვილი დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს - საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა, პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით ის 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და 19.4% -ს შეადგენს. მისი თქმით, ასევე საგულისხმოა, რომ 2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა - 21.3%-დან 17.5%-მდე. „ეს სწორედ ეკონომიკის გაჯანსაღებამ გამოიწვია და იმან, რომ გაიზარდა ექსპორტი, მეტი ტურისტი მოვიზიდეთ და ამ კუთხით მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს,კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას მეტად შევუწყეთ ხელი. მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ კონკრეტულად, ობიექტურად, სტატისტიკური მონაცემებით შეფასებული და დადასტურებული იყოს, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ზუსტად ამით იზომება. რა თქმა უნდა, კვლავ რჩება უამრავი გამოწვევა და აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობაში სიღარიბე შემცირდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)