|
2022-05-27 22:39:27, 855 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - იუსტიციის სამინსიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმა კანონი დაარღვია
თქვენ გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის თანამონაწილე და თანაავტორი - რატომ დაარღვიეთ კანონი. - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოსმენის დროს ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე კანონი დაარღვია. "საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასე ექცევით იმიტომ, რომ თქვენ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილი ხართ. ამის შემდეგ თქვენ დაარღვიეთ პატიმრის შესახებ, პაციენტის შესახებ კანონი, თქვენ დაარღვიეთ ასევე, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და გამოაქვეყნეთ კადრები და გააუქმეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეთ და სამწუხაროდ, თქვენ როგორც იუსტიციის მინისტრი გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე და თანაავტორი. როგორ ეპყრობით საქართველოს მესამე პრეზიდენტს და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მე დაგისვამთ კითხვას რატომ დაარღვიეთ კანონი?!“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)