|
2022-05-27 20:49:44, 1222 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ცესკო-ს, ელექტრონული არჩევნები საქართველოში დავნერგოთ
მოვუწოდებ ყველას, მომდევნო არჩევნები ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ჩატარდეს. - განაცხადა პარტია პროგრესისა და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა. მისივე თქმით, პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. "პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს. საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე სამშობლოში არსებული უმუშევრობის და სიდუხჭირის გამო იძულებულია, იშრომოს საზღვარგარეთ და ასე შეინახოს ოჯახი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მშპ (ეკონომიკა) დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია. ჩვენმა ემიგრანტებმა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს გადმორიცხეს 2.2 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სამშობლოში ვიზიტის დროს შემოაქვთ - ჯამში, 2.5 მილიარდი დოლარია ემიგრანტების შენატანი საქართველოს ეკონომიკაში, რაც ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14%-ს წარმოადგენს. პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მათი მოკვეთა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დანაშაულია! ხელისუფლება ვალდებულია შექმნას მოცემულობა, რომლითაც ემიგრანტებს საშუალება ექნებათ ადგილმდებარეობის მიუხედავად, ხმა მისცენ საქართველოს არჩევნებში. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ სულ 50 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 14 170 ადამიანი დარეგისტრირდა, როდესაც მილიონზე გაცილებით მეტი ემიგრანტი გვყავს. ვერცერთი, თუნდაც სამართლიანად ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება მილიონი ემიგრანტის ხმის გარეშე. მოვუწოდებ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, ცესკო-ს, დავნერგოთ ელექტრონული არჩევნები საქართველოში და ვთხოვ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გაგვიწიონ ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მომდევნო, რიგგარეშე თუ მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული წესით და ემიგრანტების სრული ჩართულობით ჩატარდეს. ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით". - ნათქვამია განცხადებაში შეგახსენებთ, რომ 27 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)