|
2022-05-27 17:29:43, 1114 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, ევროკავშირში ინტეგრაციის შანსი კი არა, ქვეყანა აღარ გვექნებოდა
რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანას დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის დროს, დაკარგა ტერიტორიები, დააბრუნა რუსული ჯარი და ომის შემდეგ, რუს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუხსნა. "რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ, ძვირფასი მეგობრები, ჩვენს ქვეყანას დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას და უფლებას – უფლებას მაძლევს თქვენი გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე გიფიქრიათ და გიმუშავიათ, დღეს რომ გამოდიხართ დიდი პატრიოტები და მელაპარაკებით უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდეთ, თქვენ არათუ სანქციებზე ელაპარაკეთ ჩვენს პარტნიორებს, არამედ ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)