|
2022-05-27 16:23:13, 748 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენ რომ ეს სისულელე გაგვეკეთებინადა და რუსეთზე სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს?!
პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14,4% ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას მიმართა კითხვით, წარმოუდგენიათ თუ არა, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, თუ საქართველო რუსეთს ეროვნული დონის ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა. „მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, რომ მოქალაქეებს გასცეთ?! ჩვენ კარგად გვესმის თქვენი მოტივაციაც, მაგრამ ერთს გეტყვით - ჩვენი მთავარი ამოცანა, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, რასაც, სამწუხაროდ, თქვენგან ვერ ვხედავთ, პირიქით", - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)