|
2022-05-26 22:40:00, 1341 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია
დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. " ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია და ამბობს, რომ ავტორიტარიზმიაო, ქვეყანაში პრობლემები გვაქვსო და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა, ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება". - ნათქვმია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისიდადმი მიძღვნილ ღობისძიებაზე თქვა, რომ საჭიროა ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)