13:28 - 18 Aug, 2026
|
2022-05-26 14:54:28, 948 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსზე პასუხს ორ-სამ კვირაში მიიღებს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ვარაუდობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე პასუხს ორ-სამ კვირაში მიიღებენ. ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები არა მხოლოდ ამ ქვეყნის დაცვას, არამედ მსოფლიოში ევროპული ფასეულობების დაცვას ემსახურებიან. "მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვულოცო დამოუკიდებლობის დღე. ასევე მინდა პატივი მივაგო იმ სამხედროების, რომლებმაც ახლა გაიარეს. ისინი არა მხოლოდ ამ ქვეყნის დაცვას, არამედ მსოფლიოში ევროპული ფასეულობების დაცვას ემსახურებიან. ახლა ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციაზე და ჩემი პროგნოზით ეს მოხდება ორ-სამ კვირაში", - განაცხადა ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)