|
2022-05-26 13:15:47, 1323 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონმი - თქვენ მისასალმებელი ხართ ევროპულ ოჯახში, როცა დაუბრუნდებით დემოკრატიზაციის გზას
ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ღირებულება. გასულ საუკუნეში თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, ჯერ რუსეთის იმპერიიდან, შემდეგ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა იოლი არ არის, მას ბრძოლა და შრომა სჭირდება,- ასე მიულოცა ევროპალამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მისი თქმით, ევროკავშირი არასოდეს რუსეთთან აღიარებს ე.წ არჩევნებს ან რეფერენდუმს „შეერთების“ მიზნით. „ამ მძიმე დროში საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპირება გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, არასოდეს ვაღიარებთ რუსეთთან ე.წ არჩევნებს ან ე.წ რეფერენდუმს „შეერთების“ მიზნით. ჩვენ თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში თქვენს გვერდით ვდგავართ. დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და თქვენი მომავალის განსაზღვრაზე. ქართველებმა აბსოლუტური უმრავლესობით ევროპული მომავალი აირჩიეს. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, თქვენ მისასალმებელი ხართ ევროპულ ოჯახში, როცა დაუბრუნდებით დემოკრატიზაციის გზას“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)