|
2022-05-25 18:35:53, 2378 ნახვა
მსოფლიო
კულება რუსეთის შანტაჟს პასუხობს - ჯერ უკრაინელი ბავშვების საფლავები მოინახულეთ
რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს უკრაინა და სხვა სახელმწიფოები სასურსათო კრიზისით, რომელიც პორტების ბლოკადის გამო მოხდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის თქმით, პოლიტიკოსები არ უნდა დაემორჩილონ აგრესორის პროვოკაციებს. ამასთან, რუსეთის განცხადებები უკრაინული საკვების ექსპორტის დერეფნის შესახებ არის მტკივნეული სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. „ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი ან ოფიციალური პირი, რომელიც განიხილავს ამ თამაშის მიღებას, ჯერ უნდა მოინახულოს მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები და ისაუბროს მათ მშობლებთან”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტისთვის ჰუმანიტარული დერეფანი იმ შეთხვევაში გაიხსნება, თუ დასავლეთი სანქციებს გააუქმებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის ასეთი განცხადებები ადასტურებს სანქციების სერიოზულ გავლენას მის ეკონომიკაზე.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)