|
2022-05-25 15:15:43, 1010 ნახვა
პოლიტიკა
თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, ,,ა’’ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს, ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის. მსოფლიო ჯანდაცვის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოვიდა. წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“. 2022 წლის 28 მაისამდე დელეგატები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)