|
2022-05-25 14:36:29, 1007 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაზე - გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, არც დაესიზმრება
გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი იმ პერიოდში, დოდონს არც დაესიზმრება იმის მეათედიც კი, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტს, იგორ დოდონის დაკავებას. მისივე თქმით, ის, რაც ხდებადა 2004-დან 2102 წლამდე, არის მათ შორის "მთავარი არხის" დამფუძნებლის დიდი დამსახურება. "გუშინ დააკავეს მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტი დოდონი, თქვენი აღქმით აქ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკები? გვარამია ბევრად უფრო მძიმე საოცრებებს აკეთებდა. ის უბედურება რაც ხდებადა 2004-დან 2102 წლამდე, არის მათ შორის გვარამიას დიდი დამსახურება, ყაჩაღობა, უბედურება...დოდონი რაზეა დაკავებული? ვინმე მოკლა? რაც შეეხება ბრალდებას, გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დოდნის მიმართ. იქაც კორუფციას ეხება საქმე, აქაც. რაც შეეხება 2004 -2012 წლების პეროდს, გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი იმ პერიოდში, დოდონს არც დაესიზმრება იმის მეათედიც კი." - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, კიშინიოვში, მოლდოვას ყოფილ პრეზიდენტი დააკავეს, რომელსაც გამოძიება კორუფციას, სამშობლოს ღალატს, უკანონო გამდიდრებასა და პარტიის უკანონო დაფინანსებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)