|
2022-05-24 22:23:37, 1579 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლიღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებშილიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდროპარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებსა დაარსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისპერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომსაქართველოსა და ლიეტუვას პარტნიორობა საერთოღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება დალიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზეაქტიური მხარდამჭერია. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობაზესაქართველოს განაცხადის წარდგენისმნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსპარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-შიინტეგრაციას და ხაზი გაესვა ამ პროცესშიპარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტსმადლობა გადაუხადა საქართველოსსუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა დაევროპული მომავლის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულიეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფროგაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და გიტანას ნაუსედამ ასევეისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარმოქმედებებზე და რეგიონში არსებულუსაფრთხოების გარემოზე ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურაუკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)