12:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 17:36:01, 1345 ნახვა

პოლიტიკა
რეპორტიორების საზღვრებს გარეშე - გვარამიას საქმე ოპოზიციური მედიის დასუსტების მცდელობაა

გვარამიას საქმეზე განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტებისთვის. - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" ავრცელებს.

მათივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ გარკვეულ პასიურობას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე, არამედ მზაობას - შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა.

"ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ გარკვეულ პასიურობას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე, არამედ მზაობას - შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა. ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყოვნებლივ გადახედონ ნიკა გვარამიას განაჩენს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics