|
2022-05-24 16:51:11, 1277 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი და კელი - პუტინი უკრაინაში მარცხდება, თუმცა საქართველოში იგებს
პუტინი უკრაინაში მარცხდება, თუმცა საქართველოში იგებს. - ამ სახელწოდების სტატიას აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ერთობლივი სტატიას აქვეყნებენ. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს. "განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, რომელიც სრულდება ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნასთან ერთად. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ თავიანთი გავლენა საქართველოზე, რათა დაეხმარონ ამ დესტრუქციული ძალების შეკავებას. ჩვენ ვალდებულნი ვართ ბევრი ქართველის წინაშე, რომლებიც იმედოვნებენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვები და სხვა სანქციები მათთვის, ვინც ძირს უთხრის დასავლეთთან მომავლის იმედს. " - ნათქვამია სტატიაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)