12:35 - 18 Aug, 2026
|
2022-05-24 13:11:33, 2080 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავამ ეკონომიკის მისნიტრის პოსტი 9 თებერვალს დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)