|
2022-05-20 23:51:37, 1430 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. - განაცხადა " ქართული ოცნების " თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, გათვლა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებას მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა ,,რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. აქ არის ძალიან მარტივი გათვლა, გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა. ამ არეულობაში მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედთან’’ საუბრის დროს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის სურვილია საქართველოს ომში ჩართა, თუმცა ამ გათვლას აღსრულება არ უწერია. ,,ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული.’’ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)