|
2022-05-20 13:21:08, 1190 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა პოდოლიაკზე - ის არის „ჭე“ კლასის ვიღაც მრჩევლები, რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლს "ჭე" კლასის პოლიტიკოს უწოდებს და აცხადებს, რომ "ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში", ამიტომაც მასზე დროის დაკარგვა არ სურს. ირაკლი ზარქუამ ასევე დასძინა, რომ მიხაელო პოდოლიაკი უკრაინაშიც ნეგატიური რეპუტაციით სარგებლობს და მის "არასწორ განცხადებებს" არავინ უსმენს. "პოდოლიაკი და კიდევ მისი ძმანი მისნი, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის "ჭე" კლასის, თუ არ ვცდები ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ახლა ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო გაჭირდება. ეს არის ფასიანი ლობისტი სავარაუდოდ სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული, უამრავი ჰყავს მათ შორის მთავრობაში, მათ შორის და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში", - განაცხადაზარქუა ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "რადიო მაესტროსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, სანქციების სიაში უნდა იყოს.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)