|
2022-05-19 20:09:13, 1242 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი - 2019 წელს, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი
2019 წელს, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი. - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას. მისივე თქმით, ქართული სასამართლო ყოველთვის არის სამართლიანი. ,,რომელ თემაში არის შეცდომა? თუნდაც, 2017 წელს, როდესაც კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ გამოიტანა ქართულმა სასამართლომ გადაწყვეტილება. შემდგომ სტრასბურგმა შეაჩერა, საქმის რეზონანსიდან გამომდინარე, აღსრულება. ხოლო, 2019 წელს, სტრასბურგმა მიიღო კვლავ გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი, ‘’ - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, გამოძიება დებს სქემას, რომლის მიხედვით მოხდა ,,რუსთავი 2’’ ბიუჯეტიდან თანხების მითვისება. ,,მათ მოუპარავთ ტელევიზია, წაურთმევიათ მესაკუთრისთვის და მედიაზე თავდასხმა რომელია? ფულს რომ მოპარავ მფლობელს, შევარდები და დაუმსხვრევ ყველაფერს, თუ ის, რომ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა. გარდა ამისა, გამოძიება დებს სქემას, თუ როგორ მოხდა 7 მილიონამდე ლარის აორთქლება. ის, რაც უნდა მიეღო როგორც შემოსავალი ,,რუსთავი 2’’-ს . ,,რუსთავი 2’’ მედია საშუალება არ არის? აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჟურნალისტია, თუ პოლიტიკოსი, ეს არ არის ის გარანტია, რომ მოიპარავს და პასუხს არ აგებს.”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)