|
2022-05-19 18:32:53, 1116 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის გენშტაბი - ბელარუსი აეროდრომს, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო ბაზად ამზადებს
ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მტერმა დაიწყო გომელის რეგიონში ზიაბროვკას აეროდრომის საინჟინრო აღჭურვილობის მომზადების სამუშაოები. - ამის შესახებ ინფორმაციად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე თქმით, ბელარუსის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს. „ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მტერმა დაიწყო გომელის რეგიონში ზიაბროვკას აეროდრომის საინჟინრო აღჭურვილობის მომზადების სამუშაოები, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზად ბელარუსის რესპუბლიკაში“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)