|
2022-05-19 16:55:11, 1207 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმი ქართველ კოლეგებთან განვიხილე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მან საქართველოს კოლეგებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების მიზნით დანიშნული რეფერენდუმი განიხილა. „მოკლედ ვისაუბრეთ“, - განუცხადა კარასინმა რუსულ მედია საშუალება TASS-ს. „ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, - დასძინა კარასინმა. 13 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა და ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს გაუგზავნა დოკუმენტების პაკეტი რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე. ბიბილოვმა ის 17 ივლისის დანიშნა. და განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, მაშინ როდესაც მოსკოვი იტყვის, რომ ამის დრო დადგა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)