|
2022-05-19 16:15:09, 1047 ნახვა
საზოგადოება
ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Flyadeal დაიწყებს
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის და ივნისიდან ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დაასრულა. პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები - ჯედადან და რიადიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირი რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შესრულდება. (რიადი-თბილისი-რიადი - კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი - კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა - კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა - კვირაში 3 სიხშირე, რიადი - ბათუმი- რიადი - კვირაში 3 სიხშირე). ,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გვაქვს საკმაოდ დადებითი მოლოდინები. ერთდროულად ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal. ავიაკომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მოხარულები ვართ, რომ ივნისის ბოლოდან საქართველოს საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება,-“აცხადებს თამარ არჩუაძე. საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა. Flyadeal 50 Airbus A320neo და Boeing 737 MAX ფლობს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)