10:59 - 18 Aug, 2026
|
2022-05-18 19:45:32, 1183 ნახვა
პოლიტიკა
მელია მთავარი არხის მხარდაჭერ აქციაზე - აქ არსებობს ორი მხარე, ან რუსეთის ან ევროპის
ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი აქცია. - განაცხადა " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, აქ არსებობს ორი მხარე, ან რუსეთის ან ევროპის. "როდესაც ქვეყანა დგას ყველაზე ძვირფასი ღირებულების დაკარგვის საფრთხის წინაშე, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, აქ ხაზი საზოგადოებრივ ჯგუფებს, ოპოზიციასა, მედიასა თუ უბრალო საზოგადოებას შორის მთლიანად არის წაშლილი, არსებობს ორად ორი მხარე, ეს არის რუსული ოლიგარქიის წარმომადგენელი ივანიშვილის ან მხარე საქართველოს მოქალაქეებისა, სადაც არის ევროპა" - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, რომ აქცია-მსვლელობა საღამოს 7 საათზე იყო დაგეგმილი, ის სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, რის შემდეგაც პარლამენტთან გადაინაცვლებს და "მთავარი არხის" ოფისთან დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)