10:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 15:45:44, 827 ნახვა

პოლიტიკა
მუხიანის 4 ა მიკრორაიონის N17 კორპუსთან გზის საფარი მოეწყო

4 ა მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ გზის საფარის მოწესრიგება დაასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, უკანონო შემოღობვები მოხსნა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კი ტერიტორია დაასუფთავეს, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო.  პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური.

აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობის მიერ უკანონოდ იყო შემოღობილი, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობა უკანონო შემოღობვის გამო გართულდა.

მსგავსი ტიპის შემოღობვები არა მხოლოდ ამახინჯებს უბნის იერსახეს, არამედ, საფრთხეს უქმნის სახანძრო უსაფრთხოებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics