|
2022-05-18 11:49:16, 1023 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს. „საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მეველეს ქუჩაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)