03:30 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 10:19:23, 1089 ნახვა

მსოფლიო
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი ალიანსის შტაბ-ბინაში შეიტანეს.

ოფიციალური პასუხი რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.

წესების მიხედვით, ახალი წევრის ბლოკში გასაწევრიანებლად აუცილებელია ყველა მოკავშირის ერთსულოვანი თანხმობა.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცედურა, დიპლომატების თქმით, შესაძლოა, დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდეს.

მანამდე ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას. ფინელმა პარლამენტარებმა მსგავს გადაწყვეტილებას თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი. 200 ხმიდან 188-მა მხარი დაუჭირა ფინეთის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებოდა ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერის გამო - ანკარა მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა გამოაცხადა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლის თაობაზე თურქეთთან კომპრომისის სწრაფი პოვნის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ანკარა არ აპირებს პროცესის დაბლოკვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics