|
2022-05-17 22:23:42, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ლგბტქი სათემო ორგანიზაციები 17 მაისის შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ლგბტქი სათემო ორგანიზაციები - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", „თანასწორობის მოძრაობა", „იდენტობა იუს" და „თემიდა" 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე თქმით, ბოლო დეკადის მანძილზე ჩვენი ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად. „17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ამ დღეს ქუჩაში გამოსვლით, ლგბტქი აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები, წლების განმავლობაში ვცდილობდით საჯარო სივრცეში დაგვეყენებინა ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხი, გვემხილებინა ამ ჩაგვრის მაწარმოებელი სისტემა, და მის წინააღმდეგ სამოქალაქო სოლიდარობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობა გაგვეჩინა. თუმცა, ბოლო დეკადის მანძილზე ჩვენი ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, ყველა ანტი-პროგრესული და ანტი-სოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)