10:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 22:00:54, 1633 ნახვა

ეკონომიკა
დუბაის ტურისტული გამოფენის შედეგები - 30-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა და სტატია ბათუმზე

სერვისის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები დუბაის ტურიზმის კოლეჯის ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრისას ტურიზმის სფეროსთვის შესაბამისი კადრების მომზადება,ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის ერთიანი ჯაჭვის ეფექტურად ფუნქციონირების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტზე ბათუმში, რაც ტურიზმის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სერვისის წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე თქმით, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „ATM 2022" ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ 30-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ტურიზმის ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებთან.

მათ შორისაა აბუდაბის ტურიზმისა და კულტურის ხელმძღვანელი, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის ხელმძღვანელი, DNATA-ს მენეჯერი, Flydubai-ის, Air Arabia-ს, Flynas-ის, Emirates-ის, Flyadeal-ისა და ATM-ს მენეჯმენტი. შეხვედრებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატაკალანდაძე. 
 
გამოფენის მსვლელობისის, ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულების შესახებ სტატია გამოქვეყნდა „ATM 2022"-ს ჟურნალში, რომელსაც ყოველდღიურად გამოფენის ათასობით მონაწილე და ვიზიტორი ეცნობოდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics