|
2022-05-17 13:11:13, 1063 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულების - ბ.შ.-ს და გ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებულმა ბ.შ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორებს და ფეხსაცმელი ისროლა“,- არნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. ბ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა) წარედგინა. პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)