|
2022-05-17 10:06:11, 860 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში - პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს
პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს,- ასე ეხმიანება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავებას. როგორც ამერიკელი სენატორი წერს, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია. „ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების - მთავარი არხის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის,”- წერს ჯიმ რიში. ცნობისათვის, 16 მაისს, სასამართლომ “მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)