|
2022-05-14 14:34:15, 856 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო. მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დამსწრე საზოგადოებას. - განაცხადა ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე. მისივე თქმით, განსაკუთრებით მივესალმები აქ შეკრებილ ძლიერ ქალებს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენს გუნდს და ქვეყანას. აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესებში. დღეს ფუძნდება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, რასაც წინ უძღოდა დიდი სამუშაოები და ნაყოფიერი შეხვედრები რეგიონებსა და თბილისში, ჩვენი გუნდის წევრ ქალებთან ერთად. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან დღემდე, ქმედითი და არსებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით აღარ გადადგმულა, თუმცა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით და შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში. თქვენ, ახალ სტანდარტს დანერგავთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში და აუცილებლად მიაღწევთ დიდ წარმატებას! წარმატებას, რომელიც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის და რომლის მისაღწევადაც, მეც, პირადად, ყოველთვის გვერდში დაგიდგებით! გამარჯვება ჩვენს ძლიერ ქალებს, გამარჯვება ჩვენს გუნდს!
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)