|
2022-05-12 16:28:41, 1093 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო
"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ეხმინება და აცხადებს, რომ "ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მსის ჯანმრთელობას უნდა მიხედო". როგორც ვოლსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თანაპარტიელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას იყენებდნენ მექანიზმად, რომ "როგორმე მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაეყვანათ". "მთავარი ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა, არც მისი ჯანმრთელობა აინტერესებს არავის, იმდენად რამდენადაც ჯანმრთელობის შერყევა აქვთ ერთადერთ მექანიზმად გამოყენებული, რომ როგორმე სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ. ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო, მით უმეტეს, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენო",- განაცხადა ვოლსკმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანა შესთავაზა. თავად ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდა. ამ განცხადებიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტიმა განაცხადა, რომ თანახმა იყო მკურნალობა კლინიკა „ვივამედში“ გაეგრძელებინა, თუკი ხუთ პირობაზე დათანხმდებოდნენ - ის მოითხოვდა, რომ მასთან მუდმივი დაშვება ჰქონოდათ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ ემპათიას. რაზეც იუსტიციის სამინისტრომ მოუწოდა, ესარგებლა მისი ჯანმრთელობისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით "დათქმების გარეშე".
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)