08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 15:18:28, 2092 ნახვა

პოლიტიკა
პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში არსებობა შეწყვიტა

პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ  ინფორმაციას რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

ფრაქციის ლიკვიდაცია დღეს ტრიბუნიდან პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე კორნიენკომ გამოაცხადა. დაშლის მიზეზი რაოდენობის ნაკლებობაა, რადგან მათი რაოდენობა 17 დეპუტატზე ნაკლებია.

„უმაღლეს რადაში ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის ფრაქცია ოფიციალურად ლიკვიდირებულია! მეხუთე კოლონა ბატონის სამხედრო ხომალდს მიჰყვება“,- განაცხადა გონჩარენკომ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის პარლამენტში ახალი სახელწოდებით - საპარლამენტო ჯგუფი „სიცოცხლისა და მშვიდობის პლატფორმა“ აღორძინდა. მასში შედიოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრძალული პარტიის ყოფილი ფრაქციის ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლის წევრები.

14 აპრილს რადამ ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics