|
2022-05-11 18:11:38, 1194 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი ივანიშვილზე - თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოამაგე თავისი ქვეყნისა და ერის
თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოამაგე თავისი ქვეყნისა და ერის. - ასე აფასებს " ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არათუ საკუთარი ქონება არამედ საკუთარი სიცოცხლეც სასწორზე დადო. " თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოამაგე თავისი ქვეყნის და ერის! ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 90 იანი წლებიდან დაწყებული ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ საქართველოს გვერდით მდგარიყო! 2011-2012 წლებში საკუთარი სიცოცხლეც კი, არათუ ქონება, სასწორზე შეაგდო სადისტური მიდრეკილებების მქონე, დანაშაულის ჭაობში მყოფი ნაც. ხელისუფლების დასამარცხებლად გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, რომელიც სრულიად საქართველოს გამარჯვებით დაასრულა! ეს სწორედ ის გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, ამიტომ უკლებლივ ყველა, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, ვინც შეეცდება ეს გამარჯვება და არჩევანი დააკნინოს ან მის უმთავრეს შემოქმედს: ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ჩრდილი მიაყენოს, ის ებრძვის საქართველოს და მის ევროპულ მომავალს!!! " - განაცხადა მათიკაშვილმა.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)