|
2022-05-11 10:29:39, 1031 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ ივანიშვილს დააშანტაჟებს და იძულებული იქნება, ხელისუფლებას უბიძგოს „შედით ტანკებით ცხინვალში და სოხუმშიო“
არის მცდელობა, რომ საქართველო დაზიანდეს. ჯერ იმიჯურად, მერე გარკვეული არეულობა, ომში ჩართულობა მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ქადაგიშვილის განცხადებით, შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხება საერთო კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. „ჯერ იყო და აქ თვითმფრინავი ჩამოაფრინეს, რომ მოხალისეები წაეყვანათ, ეს ამ დროს რას ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით, როდესაც აშშ, ინგლისი, ყველა სახელმწიფო გამოვიდა და თქვა, რომ მოხალისეებს არავინ აგზავნის. ჩვენთან თვითმფრინავი უნდა ჩამოფრენილიყო და მთავრობის ლოცვა-კურთხევით უნდა წასულიყო. მერე გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“ და იძახის, რომ საქართველო არის ის შავი ხვრელი, სადაც რუსეთის შეიარაღებისათვის საჭირო მასალების და საქონლის გადაზიდვა მოხდება. მეორე დღესვე მხარს უბამს უკრაინის სამხედრო დაზვერვა, ელჩის გაწვევა ხდება ამ მიზეზების გამო. იწყება კამპანია, რომ ივანიშვილის სანქცირება უნდა მოხდეს. მთელი კამპანიის მომსწრე ვართ. ეს კამპანია რომ გაამყარონ, უცბათ, საიდუმლო ჩანაწერი ვრცელდება, ამის ეგრევე ოპოზიციის ტელევიზიით გაჟღერება, ეს ხომ შანტაჟია ამ ადამიანზე? ეს ყველაფერი ეხება საბოლოო ჯამში საქართველოს და არც ოპოზიცია და არც ვიღაცა ივანიშვილს არ განიხილავს, როგორც კერძო პირს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სავარაუდოდ ივანიშვილის დაშანტაჟებას ცდილობენ, რომ მან საქართველოს მთავრობას ცხინვალში და სოხუმში შესვლისკენ უბიძგოს. „ეს ყველაფერი, რასაც სრულიად საქართველო ორი თვის განმავლობაში უყურებს და სრულიად საქართველო დაძაბა, ლამის გადაგვკიდეს საქართველო და უკრაინა ერთმანეთს, ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება. აქ ყველა მეთოდს იყენებენ, ივანიშვილიდან დაწყებული ნებისმიერით დამთავრებული. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ ივანიშვილს დააშანტაჟებს და დაშანტაჟებული ივანიშვილი აქედან გამომდინარე იძულებული იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს, რომ იმ პოლიტიკას გაჰყვეს, რასაც დაჟინებით გვირჩევენ, რომ შედით ტანკებით ცხინვალში, სოხუმში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)