08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 15:35:09, 1175 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი - მიხეილ სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა დნება, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი

ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და "რამდენ ხანს გაუძლებს რთული სათქმელია". 

"რასაც ვატყობ ის შემიძლია გითხრათ, მე ვერანაირად სამედიცინო ტერმინოლოგიით მის ჯანმრთელობაზე  ვერ ვიტყვუ, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს შესვლა და ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი, მე ესეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა, ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას და თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის ასე ვერ ვისუსტებ თავს და ამ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელია, მე არ ვიცი ვხედავ რომ ეს ადამიან დნება", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანას სთავაზობს. თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics