|
2022-05-10 14:23:49, 1173 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ აქვთ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს ქვეყანას თანხის სანაცვლოდ გაანადგურებინებს, მისი ხასიათი არ სცნობიათ
როდესაც ასეთ გადარიცხვას, სტანდარტულს, სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ ეს არის ბანკის მხრიდან პოლიტიკური შანტაჟი და მათ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. ,,ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი? მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილ თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი,’’ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც Credit Suisse-სთან წარმოებული ხანგრძლივი დავა მოიგო, ამჯერად კომპანიის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)