|
2022-05-10 13:09:57, 1337 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა
„თიბისი კაპიტალმა“ ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული. თუმცა, დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი (56%), უკრაინა (10%) და დსთ-ის სხვა ქვეყნები (10%) საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა და აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ღვინის ექსპორტი შემდეგნაირად განაწილდა: პოლონეთი - 61%, ბალტიისპირეთის ქვეყნები - 38%. დასავლეთ ევროპაში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 3%-ს არ აღემატება, მთავარი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: გერმანია (59%), შვედეთი (11%), საფრანგეთი (8%). დსთ-ის ქვეყნებში ლიდერობენ: ბელარუსი (48%), ყაზახეთი (42%), მოლდოვა (3%). ომის დაწყებიდან პირველ თვეს - მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში - 44%-ით, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპაში კი 89%-ით გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე ღვინის რეალიზაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება და ვალუტის გაუფასურება. კრიზისულ პერიოდებში (2009, 2015, 2020 წლები) რუსეთში ღვინის ჯამური იმპორტი ლიტრებში - 14%-21%-ით, დოლარში კი 6%-39%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების დროს, საგრძნობლად მცირდებოდა დოლარში გამოხატული ჯამური იმპორტი. რაც შეეხება ღვინის ადგილობრივ მოხმარებას, ის დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე. 2020 წელს, მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით შემცირდა, 43%-ით შემცირდა ღვინის ადგილობრივი მოხმარებაც. „თიბისი კაპიტალმა“ პროგნოზით, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი - 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)