06:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 22:25:13, 1441 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი - პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად

პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი ავრცელებს.

მისივე თქმით, ღმერთი დავითთანაა და არა გოლიათისკენ.

" პატრიარქი კირილე შავს თეთრად ასაღებს და თეთრს კი შავად. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ის კი ამბობს, რომ ეს ასე არაა. სიმართლეა ეს? ყველასთვის ცხადია, რომ ეს სიმართლე არაა. პატრიარქი კირილე სიყალბის გზას დაადგა და რასაც ის [ამ ომზე] ამბობს, ყველაფერი სიცრუეა. მაგრამ ჩვენ - ჩვენ სიმართლის გზით უნდა ვიაროთ, რადგან ღმერთია სიმართლეში. და სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაცაა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთს დააამარცხებს. ღმერთი დავითთანაა და არა გოლიათისკენ! უკრაინა დღეს დავითია და მისი გამარჯვება დღეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებაა, არამედ ესაა გამარჯვება მთელი ევროპისა და ყველა მშვიდობისმოყვარე ერისა." - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტი.

შეგახსენებთ, რომ ამავე ინფორმაციით სულ მცირე 20-მა უკრაინელმა დაასრულდა წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატის Phoenix Ghost-ის გამოყენებაზე, 60-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა M113 ჯავშანტრანსპორტზე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics