|
2022-05-09 21:31:25, 1545 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე მთავარ არხს - რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც ნინო წილოსანს არ უთქვამს ?
რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს ნინო წილოსანს? ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი, ეს თქვენ მას უბრალოდ დააბრალეთ - ასე მიმართავს მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "მთავარს" მისივე თქმით, მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის და პუტინის ჩამატება განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე დასმული კითხვის პასუხად. მამუკა მდინარაძის თქმით, ნინო წილოსანმა აბსოლუტურად სხვა რამ თქვა და შეიძლება მისი ნათქვამი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ არა იმის დაბრალების საშუალებას, რაც ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა დააბრალეს. „ნინო წილოსანის კონკრეტული კომენტარი შეიძლება სხვასაც არ მოწონებოდა, მაგრამ არა იმ ფეიკის კუთხით, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ. ერთადერთი, არმოწონების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ მისი სიტყვების სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, სამწუხაროდ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი. მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის, პუტინის ჩამატება იმ განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ. რატომ მოგიწიათ იმ ტყუილის თქმა, თუ მისი განცხადება ასე გასაკრიტიკებელი იყო, როგორი ბულინგიც და შეტევაც ამ ადამიანზე მიიტანეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ნინო წილოსანმა თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ასეთი შეურაცხყოფა? ვინმე თუ დაგიდასტურებთ, რომ თქვა? თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, სხვა რამეა, თქვენ რატომ მოგიწიათ მაშინ იმის დაწერა, ან თქვენი პარტიის ტელევიზიებს, რომ პუტინსაც კი არ მიუყენებიაო, რატომ მოატყუეთ საზოგადოება? რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს თავად ნინო წილოსანს? როგორ არ დაგიწერიათ, გაჩვენებთ სადაც ჩაამატეთ სიტყვა პუტინი და რუსეთი. ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგას, შეიძლება მასაც არ მოეწონოს ჩემი ეს განმარტება, რომ მისი ნათქვამი წინადადება იძლეოდა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, (თუმცა ის არაფერს არასწორს არ გულისხმობდა), თუმცა, არა იმ სიბინძურის დაბრალების შესაძლებლობას, რაც მას დააბრალეს, თითქოს მან თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინელებმაო, ასეთი რამ მას არ უთქვამს, ეს თქვენ მას უბრალოდ, დააბრალეთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)