|
2022-05-09 11:15:58, 971 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები - 8 მაისით
რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 9 მაისი არის იმ ხალხის დღე, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს და "როცა ისინი ზეიმობენ, მაგ დღეს აღვნიშნავთ". „რაც შეეხება თარიღებს, ესეც სამწუხარო რეალობაა ვფიქრობ დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიის მოტანილი. რა თქმა უნდა, რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ, საერთო ჯამში. 9 მაისი არის იმ ხალხის დღე, რომელთან ერთად დღეს ვართ, ამ სკვერში. ადამიანების, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს და რა თქმა ეს არის მათი დღე, ის დღე, როცა ისინი ზეიმობენ და ამ დღეს აღვნიშნავთ. სხვა ყველაფერი ამის გარშემო არის თარიღის ინსტრუმენტალიზირება და დატვირთვის მიცემა თარიღებისთვის. მთავარია ჩვენს ვეტერანებს ვცეთ პატივი და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას ამ დღის მიმართ. ეს არის მათი გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვინესთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)