21:00 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 11:46:17, 1583 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის ომის გამოცხადება ჩვენთვის არაფერს შეცვლის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 მაისს ვლადიმერ პუტინის მიერ ომის შესაძლო გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს არაფერს შეცვლის". 

როგორც ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა, გამარჯვება, რომლისკენაც რუსები ისწრაფვიან, არის ცივილიზებული სამყაროს დამარცხება.

 "ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის. ჩვენთვის ომი რვა წელია გრძელდება, სრულმასშტაბიანი ომი - 70 დღეზე მეტი", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, მაისის დასაწყისში უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია , რომ რუსეთი ემზადებოდა უკრაინას ომის გამოცხადებისთვის (ახლა რუსები ამ ბრძოლას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებენ) ბოლო სამი თვის განმავლობაში მიღებული მსხვერპლის გამო.  ​ვარაუდობენ, რომ პუტინმა ეს შეიძლება გააკეთოს 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნისას. ომის საჯარო გამოცხადება საყოველთაო მობილიზაციას ნიშნავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics