|
2022-05-06 23:05:13, 1108 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოზი ჭიღლაძე - ნუ ელოდება მიშა, რომ ილია ll დაეხმარება, ის რუსეთის დირექტივებს ასრულებს
ნუ ელოდება მიშა, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად, რადგან ის რუსეთის დირექტივებს ასრულებს. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას დეკანოზი ჭიღლაძე ავრცელებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ისტორიისა და ერის წინაში უნდა აღიაროს თავისი დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა წითელი საპატრიარქოს პოზიციების ფინანსურ-მატერიალური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაძლიერებისათვის. " ორი დღის წინ ღარიბაშვილი მიიღო ილია მეორემ და ესაუბრა, ფოტოც დადო ღარიბაშვილმა. დღეს სააკაშვილის ოჯახს შეხვედრაზე უარი უთხრა ჯანმრთელობის მომიზეზებით. ეს ილია მეორის ნაცადი ხერხია, ასე უპასუხა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის დეკემბერში ძმათა მკვლელი ომის დროს უარი, დახმარება და მისვლა რომ სთხოვა უზენაესი საბჭოს შენობაში. ნუ ელოდება მიშა და მისი ოჯახი, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად. ილია მეორე ისევე ასრულებს რუსეთის დირექტივებს, როგორც ბორინკა ივანიშვილი. ასე რომ, დროა, ეს აღიარონ სააკაშვილებმაც და მთელმა ოპოზიციამ და ნუღარ ელაქუცებიან წითელ საპატრიარქოს. მიხეილ სააკაშვილმა ისტორიისა და ერის წინაში უნდა აღიაროს თავისი დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა წითელი საპატრიარქოს პოზიციების ფინანსურ-მატერიალური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაძლიერებისათვის, საბჭოთა პრორუსული საპატრიარქოს დემონტაჟის და ეკლესიის განახლების ნაცვლად, ის ამ ბნელი, ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მონსტრის კულტივირებისა და განდიდებას ეწეოდა " - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აქტიურად ცდილობს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)