06:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 14:20:13, 852 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„მნიშვნელოვანია, ფერმერებსა და მეწარმეებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებაში, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის და ევროკავშირში ექსპორტის ზრდის გარანტიაა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

უწყების ცნობით,სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო სტრუქტურებსა და ფერმერებს/მეწარმეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა სურსათის კვლევისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებზე, მათ შორის, საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. ფერმერებმა და მეწარმეებმა ადგილზე დაათვალიერეს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები. 

„ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებელთა მოთხოვნა, რის საფუძველზეც  მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩამონათვალის მუდმივი განახლება და დანერგვა”,- განაცხადა ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა. 
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო  ლაბორატორიის,  მერძევეთა, ფერმერთა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics