|
2022-05-06 13:20:37, 798 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 10 მაისისთვის საქართველო ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილსაც გადასცეს. "გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის საქართველომ ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს. როგორც იცით, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებისთვისაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიეთ". - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი გადასცა. ამის შემდეგ კი, 22 აპრილს კითხვარი მოლდოვამაც შეავსო და ევროკავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებს გადასცა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)