|
2022-05-06 12:28:17, 1613 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ამერიკულ მხარეს ვუთხარი, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა
ამერიკულ მხარეს მე ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Paris Match-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის გაცემული ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ვაშინგტონმა უნდა გააძლიეროს სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა.
"ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა - სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის. ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს და არა მხოლოდ განცხადებად და მიმაჩნია, რომ ევროპის ქვეყნების მხრიდან ახლებური მიდგომა არსებობს. ამერიკულ მხარეს მე ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, (რაც ეჭვგარეშეა), არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა: რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)